„ლაქტალისის“ წარმომადგენლების განცხადებით, კვლევის შედეგად, „სელიაში“ ბაქტერია არ აღმოჩნდა
„ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება სელიაში, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დასტურდება. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.
აღებული იყო საერთო სინჯები, სადაც ბაქტერიული დაბინძურება არ აღმოჩნდა.
ამის მიუხედავად, კომპანია აჩერებს რეალიზებას და აგრძელებს კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით.