ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა
ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ცეცხლი სავარაუდოდ, ღუმელის დანთებისას გაჩნდა.
ადგილზე ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.