ლანჩხუთის რაიონში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა

09:57, 20.11.2017

ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„რამდენიმე წელია, მოხუცი ელექტროენერგიას არ გამოიყენებდა. სავარაუდოდ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა“, – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი მაია მოდებაძე.

ადგილზე მობილიზებულია ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი