ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში ხანძარს 80 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ძლიერი ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, თუმცა მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
„რამდენიმე წელია, მოხუცი ელექტროენერგიას არ გამოიყენებდა. სავარაუდოდ ცეცხლი ღუმელის დანთებისას გაჩნდა“, – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი მაია მოდებაძე.
ადგილზე მობილიზებულია ფოთისა და ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.