ლაითურელები დახმარებას ითხოვენ

დაბა ლაითურში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 2-სართულიანი სახლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი სახლები ამორტიზებულია და პრობლემა შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს. შენობა იმდენად ავარიულია, რომ წვიმის დროს არსებობს ნაგებობის გარკვეული ნაწილების ჩამონგრევის საფრთხე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ პრობლემების შესახებ ინფორმირებულები არიან.

ნახეთ თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას სიუჟეტი.