თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, რვა უსახლკარო ოჯახი დღეს საცხოვრებელ ფართს მიიღებს. კახა კალაძის თქმით, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 60 უსახლკარო მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი სახლით. ოთხი წლის ვადაში კი 400 ოჯახს გადაეცემა ბინები. თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოეხმაურა უკანონო მშენებლობებსა და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.