კოვიდ-19-ის შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევებიდან, ერთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული სოფელ ლაითურის მკვიდრია. ის ჩოხატაურელი ქალის კონტაქტია, რომელსაც ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ლაითურელმა ქალმა ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან ერთად იმგზავრა და ისინი ახლობლები არიან. გურიაში ეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევაა. პირველი, 4 სექტემბერს, ჩოხატაურში დაფიქსირდა.

დამაკმაყოფილებელია კოვიდინფიცირებული სამი თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ სოფელში სადაც ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ლაბორატორიული კვლევების პასუხებს ადგილზე რამდენიმე საათში ელოდებიან.

დატოვე კომენტარი