კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა საქართველოში

29 ახალი კოვიდინფიცირებული და რვა გამოჯანმრთელებული. მათგან ოთხი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ჯამში კლინიკაში 19 პაციენტია. ერთ-ერთის მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე, ორის კი, მძიმედ.

ინფექციურში უახლოეს საათებში ორი პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათ განმეორებითი ტესტირება უტარდებათ.