ბინების გადაცემა

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა.

დამატებით, 270-ზე მეტ იძულებით გადაადგილებული ოჯახი სახლებს წლის ბოლოს მიიღებს. ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. სახლების გასაღებები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ჯანდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და დეპუტატებმა გადასცეს. 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.