პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ლაითურში

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში ჩავიდა და პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ეს არის 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება, რომელიც თეა წულუკიანის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს მორგებული იქნება.

ლაითურის პროექტი, პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.