„ლაგუნა ვერეს“ რეაბილიტაციის პროექტი

თბილისის სავიზიტო ბარათის ახალი სიცოცხლე.

45 წლის წინ აშენებული „ლაგუნა ვერე“ მალე პირვანდელ ფუნქციას დაიბრუნებს. ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს აჩუქა. 1978 წელს გახსნილ პირველი საწყლოსნო სპორტულ კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდება, მოწესრიგდება და ინფრასტრუქტურაც სრულად განახლდება. სარესტავრაციო გეგმის შემუშავება არქიტექტორების მონაწილეობით დაწყებულია. ცნობილი კომპლექსი, რომელიც უკვე თითქმის 10 წელია აღარ ფუნქციონირებს, უმძიმეს მდგომარეობაშია. რაც შეეხება კომპლექსთან მდებარე აბრეშუმის ქარხანას, რომელიც ასევე „ქართუს“ მფლობელობაშია, ფონდი გეგმავს, რომ ტერიტორია განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემდეგ ინვესტორზე გაასხვისოს და თანხა ქველმოქმედებას მოახმაროს. ქარხნის შენობის დანგრევა არ იგეგმება.