არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა საიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტზე მომზადებულ კვლევას.
დოკუმენტის ავტორებს რამდენიმე შენიშვნა აქვთ, მათ შორის გადაცემების დაფინანსების და ფინანსების ხარჯვის გაუმჭვირვალობის კუთხით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ გადაცემების რეიტინგი და მათზე დახარჯული თანხა ერთმანეთთან შეუსაბამოა. კვლევის ავტორებს არ ეთანხმება და საპირისპიროს ამტკიცებს სამურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი. მენეჯმენტი კი არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელების და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.