კვლევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე

რა ღირს საზოგადოებრიივი მაუწყებელი – ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამართა.

კვლევაში საუბარია, თუ როგორ განკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს  და რამდენად ეფექტურია სამეურვეო საბჭო. კვლევის ავტორები პრობლემად ასახელებენ როგორც ბიუჯეტის სწორად ხარჯვის ნაწილს, ასევე იმას, რომ მათი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს დამტკიცებული საშტატო განრიგი და შრომის ანაზღაურების განმსაზღვრელი წესი.

კვლევის ავტორებს საზოგადოებრივ მაუწყებელში უპასუხეს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის შეფასებით, კვლევა ბევრ მცდარ ინფორმაციას შეიცავს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაციას.