ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინ, იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას და სასამართლოს რეფორმას არ აპირებს. როგორც პრესკონფერენციაზე მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს უმთავრესი პრობლემა კლანური მმართველობაა. საია მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უნდა შეიცვალოს საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. ორგანიზაციაში პრობლემად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საბჭო ბოლო ერთი წელია 5 არამოსამართლე წევრის გარეშე მუშაობს და პარლამენტი დამოუკიდებელი წევრების დანიშვნაზე არ ზრუნავს.