ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. საია-ს ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის 28 დეკემბერს, ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას დაკავებას. საია-ს იურისტების განმარტებით, პოლიციამ ქარჩავას არ მისცა მშვიდობიანი პროტესტს გამოხატვის შესაძლებლობა, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების არარსებობის საკითხს ეხებოდა. იურისტების განცხადებით, პოლიციელები ზემოქმედების სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ქარჩავა დაეყოლიებინათ პროტესტის შეწყვეტაზე, თუმცა ქაეჩავა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.