ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას ეხმაურება. საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს დაწყებული ჰქონდა გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის სამუშაოების უხარისხოდ შესრულების პროცესში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე. გამოძიების ყოველმხრივ და სრულყოფილად წარმართვისთვის საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს: სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. ასევე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ.

დატოვე კომენტარი