მოძრაობა ,,ახალი საქართველო’’ პროკურატურას ბაღებში კვების ტენდერის საკითხის გამოძიებას სთხოვს. პლატფორმის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისის მერიამ სატენდერო კრიტერიუმები შპს ,,ნილის’’ სასარგებლოდ შეცვალა. პარტია მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
განცხადებას ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. კახა გვანცელაძე ამბობს რომ შპს „ნილმა“ ტენდერების კომისიას ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასად შესთავაზა. სააგენტოს ხელმძღვანელი გარკვეულ ხარვეზებზეც საუბრობს. მისი თქმით იყო შემთხვევები როცა დისტრიბუციამ ბაღში პროდუქტის შეტანა დააგვიანა, თუმცა ეს მასიურად არ მომხდარა.
პრეტენზიებს შპს „ნილის“ ხელმძღვანელმაც უპასუხა.