შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მონიტორინგს ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში მდებარე კაფე-ბარებში რესტორნებში, სასტუმროების კვების ბლოკებში, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ატარებენ. ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ათ ობიექტში, რის გამოც ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს 2018 წლიდან ახორციელებს.