თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. არსებული ეპიდსიტუაციის გამო, ღონისძიების ძირითადი ნაწილი განსხვავებულ – ონლაინფორმატში ჩატარდა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება საქართველოს ჰიმნით მიულოცა მსოფლიოში ცნობილმა მეცოსოპრანომ ნინო სურგულაძემ. სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ.