კულტურული მემკვიდრეობის წელი

ქვეყნის ისტორიულ ძეგლებზე უნებართვო ჩარევის ფაქტები კულტურის სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 2015 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ახალ კოდექსზე მუშაობს, რომელმაც ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს. სააგენტოსთვის ცალკე გამოწვევაა ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ წელს უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება 3 მილიონით გაეზარდა, სააგენტოში ამბობენ, რომ დაფინანსება საკმარისი მაინც არ არის. ამიტომ არაერთი უნიკალური ძეგლის რესტავრაცია წლებია ვერ ხერხდება.

თათია კუჭუხიძე გვეტყვის, რა პრიორიტეტებია ქვეყანაში ამ კუთხით 2018 წელს, რომელიც ევროკავშირმა კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოაცხადა.