კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016-2017 წლების ანგარიში

პარლამენტის შენობის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016-2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაცია, ძირითადად, სახელმწიფო უწყებისა და მისი მთავარი დონორი ორგანიზაციის -„ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავ ძეგლებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს მოიცავდა.

გარდა ამისა,  2016-2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშში ხაზი არქეოლოგიურ ძეგლებზე დაწყებულ სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის იუნესკოსთან აქტიურ თანამშრომლობას გაესვა.