კულტურის სამინისტროს ახალი კონკურსი

კულტურის სამინისტროს ახალი კონკურში „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“- კონკურსს საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს. პირობებსა და ვადებზე მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ასევე კონკურსი გამოცხადდა სახელმწიფო დრამატულ თეატრებში მოქმედი მუზეუმების ხელშესაწყობად. აღნიშნული კონკურსის ბიუჯეტია 50 000 ლარი და მისი მიზანია, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა, ფონდების შევსება-განახლება, ექსპონატების რესტავრირება და სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის მოწესრიგება.