კულტურის მინისტრი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედ სალოტბარო სკოლას ესტუმრა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო არსებული მდგომარეობას და მოისმინა ინფორმაცია სალოტბარო სკოლის მუშაობისა და საჭიროებების შესახებ. კულტურის ცენტრში ასევე მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი ანსამბლების – „ლაგუშე-დასა“ და „ლილეს“ წევრებთან, რომლებმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.