კულტურის მინისტრი ლენტეხის მუნიციპალიტეტში

კულტურის მინისტრი ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქმედ სალოტბარო სკოლას ესტუმრა. თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო არსებული მდგომარეობას და მოისმინა ინფორმაცია სალოტბარო სკოლის მუშაობისა და საჭიროებების შესახებ. კულტურის ცენტრში ასევე მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი ანსამბლების – „ლაგუშე-დასა“ და „ლილეს“ წევრებთან, რომლებმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.