საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი გაფართოებულ ფორმატში საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ხვდება.
ღონისძიებაზე კომიტეტის საქმიანობას აჯამებენ. განხილვის თემებია სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედების ამაღლება თანამედროვე სამყაროში. კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში და კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში. სხდომა მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, მიწვეული სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.