შეხვედრა პარლამენტის კულტურის კომიტეტში

პოეტი დავით მაღრაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

განხილვის თემა იყო მაღრაძის შემოქმედება და მისი ბოლო დროინდელი მიღწევები. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.

მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.