მიმართვა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს

საქართველოს „პენცენტრის“ სახელით, ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.

„პენცენტრის“ ქმედებას ბულინგად აფასებენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ.