კულტურის კომიტეტის სხდომა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში კამათით დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა დღის წესრიგში ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობის საკითხის შეტანა მოითხოვა.

მისი განცხადებით, ეს თემა რეგიონისთვის პრიორიტეტულია. ახვლედიანმა შესაძლო კორუფციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება ხდება და საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.