კულინარიული ტური რაჭაში

კულინარიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონებში გასტრო-ტურებს აგრძელებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს-ასოციაციასთან ერთად, მორიგი ტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. გასტრო-ტურში 20 გამოცდილი შეფმზარეული მონაწილეობდა. კულინარიის სპეციალისტები რეგიონში ადგილობრივ სამზარეულოს და კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.