„კოვიდ-19“ - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები საერთო რაოდენობა 147 მილიონს აღწევს. გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 3 მილიონ 100 ათასს გადაცდა. უკიდურესად რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ბოლო დღე-ღამის გამავლობაში „კოვიდ-19“-ის 350 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების უკმარისობაა. დელის საავადმყოფოები ჟანგბადის მწვავე დეფიციტს განიცდიან. ინდოეთში შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს თეთრი სახლი. ჯო ბაიდნეის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო, შეერთებული შტატები ინდოეთის მთავრობასა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს დამატებით დახმარებას აღმოუჩენს.

მოამბე