კოვიდ-19 - ვითარება მეზობელ ქვეყნებში

ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში  – თურქეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 108-მდე გაიზარდა, დაინფიცირდა 1704 პირი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7402 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

რუსეთში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში „კოვიდ 19“-ით რუსეთში რვა ადამიანი გარდაიცავალა. დაინფიცირების ერთი 534 შემთხვევა გამოვლინდა, 64 კი – გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება სომხეთს, დადასტურდა  დაინფიცირების 52 ახალი შემთხვევა. ერევანში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი სულ 424 ადამიანს გამოუვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში მკურნალობის კურსი 391 პაციენტს უტარდება. 30 გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.