ადგილობრივების სამედიცინო შემოწმების მეორე ეტაპი მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტეის იმ სოფლებში, სადაც კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევებია დადასტურებული. სოფელ სავანეთში დღეს დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობენ. 14 პირი რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ქონდათ კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთან, კარანტინში არიან გადაყვანილები. ტესტირება ჩაუტარდება ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამი პაციენტს რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.