კოვიდ 19-ით ინფიცირებული შვიდი არასრულწლოვნის მკურნალობა გრძელდება ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაშია გადაყვანილი ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრის მეორე შვილი, რომელსაც კრონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკაში დღეს სულ სამი არასრულწლოვანი პაციენტი შეიყვანეს. ცოტა ხნის წინ, მორიგი განცხადება გაკეთდა საუნივერსიტეტო კლინიკაშიც.
თათია კუჭუხიძე გვიერთდება დეტალებით.