ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 484 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღიური მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაა, სადაც 318 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა აღრიცხული, მეორეზე – სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა – 111 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი, – 23 ათასზე მეტი ინფიცირებულით.
ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 79 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ევროპის ქვეყნებიდან რთული ვითარებაა გერმანიაში, სადაც 37 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 36 ათასზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.