საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე რთული ეპიდვითარება ისევ რუსეთშია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ის 944 671 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 16 ათასზე მეტი. შედარებით სტაბილური მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანში. საერთაშორისო მასშტაბით კი, ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება – თითქმის ექვსი მილიონი. რაც შეეხება ევროპას, რთული იყო ბოლო 24 საათი ესპანეთისთვის, სადაც კოვიდ-19-ის 3 650 ფაქტი დადასტურდა. გართულდა სიტუაცია იტალიაში, ქვეყანაში 14 მაისის შემდეგ, ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაინფიცირდა 947 მოქალაქე. გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.