100 დღე მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ პირველად გაიგო. 2019 წლის 31 დეკემბერს, მაშინ, როდესაც ყველა 2020 წლის შესახვედრად ემზადებოდა, ჩინეთის ხელისუფლება უცნობი წარმოშობის პნევმონიურ დაავადებაზე ალაპარაკდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მომდევნო თვეებში, მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვლებოდა. მილიონ-ნახევრამდე ინფიცირებული და 82 ათასზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, შეჩერებული საერთაშორისო ფრენები, ეკონომიკა, შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და საკარანტინო ზომების გამო, სახლში იზოლირებული 4 მილიარდამდე ადამიანი – ასეთია თითქმის სამთვენახევრის შემდეგ მსოფლიო რეალობა.