საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 54 ადამიანი; გამოჯანმრთელებულია სამი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 2956, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.
გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთმა მათგანმა კლინიკა გუშინ დატოვა, მეორე პაციენტს კი საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
შეიცვალა ინფიცირებულთა სტატისტიკა. დღეს კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
რომელ კლასტერს უკავშირდება ახალი შემთხვევები, რა ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ – გიორგი კობერიძის ჩართვა.