მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 137 000-მდე ადამიანი. შესაბამის მონაცემებს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამ დროისთვის ვირუსისგან 517 ათასი ადამიანი განიკურნა. ყველაზე რთული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყანა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მსხვერპლის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს იტალია, მესამე ადგილს – ესპანეთი.