კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები

ახალი ტიპის კორონავირუსით უკვე ორი ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, დღეს პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი გაძლიერდა, რაც შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. მისივე თქმით, ახალი ვირუსის შესახებ ხელისუფლებას შეზღუდული ცოდნა აქვს და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა რისკის შემცველია ვირუსის მუტაცია. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი შესაძლოა  ერთიდან 14 დღემდე მერყეობდეს. ვირუსი გადამდებია ინკუბაციის პერიოდშიც.

დღეს, ჩინეთმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით – მაღაზიებში, ბაზრებში, რესტორნებსა და ელექტრონულ პლატფორმებზე  ცხოველების გაყიდვა და ტრანსპორტირება აკრძალა.