კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში – მათ შორის ერთი უკავშირდება ესპანეთს. ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტებიდან ორი გორის საავადმყოფოში იმყოფება, ერთი კი თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.
რა დამატებითი ინფორმაცია არსებობს და რა ვითარებაში დაინფიცირდნენ პაციენტები – გიორგი კობერიძის ჩართვა.