34 ახალი შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. ამ წუთიდან ქვეყანაში დამატებით ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილება დღეს, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, დასჯადი ხდება.
გადაწყევტილება საქართველოს მთავრობამ მომატებული სატრანსპორტო ნაკადის შესაკავებლად და ვირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების შესაჩერებლად მიიღო. ეს შეზღუდვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. როგორია სიტუაცია ამ დროისთვის თბილისის ქუჩებში – სალომე ქოქიაშვილი.