საქართველოში კორონავირუსის 48 დადასტურებული შემთხვევაა – გამოჯანმრთელებულია ერთი, კარანტინის რეჟიმში – 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
ოთხ პირს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. აქედან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ, სამი პაციენტის დიაგნოზი კი დღეს დილით გახდა ცნობილი. ორი პირი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. ორივე მათგანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ერთ-ერთი პაციენტი იუნკერია, რომელსაც სუსტად გამოხატული ტემპერატურა აღენიშნება. მეორე პაციენტს კი, სიმპტომები ცხელებით აქვს გამოხატული. ის აეროპროტიდან პირდაპირ კლინიკაში მოხვდა. მესამე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ის საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა.