ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19 796 პაციენტს აქვს დადგენილი. გამოჯანმრთელებულთა დღიურმა რიცხვმა, ინფიცირებულთა მონაცემებს კვლავ გადააჭარბა და გუშინ 10-მა პაციენტმა დატოვა კლინიკები. ახალი პაციენტები დაემატა თბილისის ინფექციურ კლინიკას და ამ დროისთვის იქ 54 პირს მკურნალობენ.