კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საქართველოში

12:11, 02.06.2020

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ-19 796 პაციენტს აქვს დადგენილი. გამოჯანმრთელებულთა დღიურმა რიცხვმა, ინფიცირებულთა მონაცემებს კვლავ გადააჭარბა და გუშინ 10-მა პაციენტმა დატოვა კლინიკები. ახალი პაციენტები დაემატა თბილისის ინფექციურ კლინიკას და ამ დროისთვის იქ 54  პირს მკურნალობენ.

 

მსგავსი