კორონავირუსის მკვეთრად გაზდილი მაჩვენებელი საქართველოში. ქვეყანაში დილიდან 30 ახალი ინფიცირებული გვყავს. სულ დადასტურებულია 336 შემთხვევა. ბოლო სამ დღეში, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა პირველი ერთი თვის მონაცემს მიუახლოვდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემები აქტიურ ფაზაშია. ამ დრომდე არ არის დადგენილი ინფიცირების რამდენიმე პირველწყარო.
როგორია ახალი პაციენტების და ზოგადად კორონავირუსის მქონე პაციენტების მდგომარეობა – თათია ტაბეშაძე თემის დეტალებით.