„ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები მზარდია, თუმცა სამედიცინო სექტორი მზად არის არსებულ ვითარებას გაუმკლავდეს“, – ასეთია ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის შეფასება. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მობილიზებულია ყველა კოვიდ მიმღები კლინიკა,ამასთან, მსუბუქ პაციენტებს უკვე იღებენ სასტუმრო-ჰოსპიტალები, რაც საავადმყოფოებში საწოლების გათავისუფლების საშუალებას იძლევა. დღევანდელი მონაცემებით, სულ საქართველოში 1981 ინფიცირებულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 196-ს შეადგენს. როგორც გასული დღეების განმავლობაში, ახალი ფაქტების უმრავლესობა ამჯერადაც აჭარას უკავშირდება. კოვიდ-19–ის დიაგნოზი 30 მოქალაქეს დაუსვეს თბილისში, დანარჩენი შემთხვევები კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია აღრიცხული.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში სახლში გაწერენ 13 განკურნებულ პაციენტს.