საქართველოს ჯანდაცვის ქსელი არის სრულ მზადყოფნაში, რომ უპასუხოს გამოწვევებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ლაბორატორია, კვალიფიციური კადრები, შესაბამისი საკარანტინო სივრცეები და ბოქსირებული განყოფილებები. სპეციალური საკოორდინაციო საბჭო კი საზღვრებზე კონტროლს ახორციელებს.
მარიამ სეთურიძე მუშაობს თემაზე.