საქართველოში დღეს კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 496 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 149 გამოჯანმრთელებული, ექვსი -გარდაცვლილია.
შვიდი ახალი პაციენტი შევიდა გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელთა უმრავლესობა ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა – თამარ ნადარეიშვილის ჩართვა.