დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველადი ინფიცირებულის კონტაქტებიდან, გუშინ 100-მდე პირი გამოიკვლიეს და მათგან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა. თბილისის ინფექციურმა კლინიკამ 11 ახალი პაციენტი მიიღო, თუმცა ყველა მათგანი ბოლნისიდანაა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. დღეს მათ რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდებათ და დადგინდება, აღენიშნებათ თუ არა პნევმონია.