კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კოვიდ-19-ის ქვეყანაში დაფიქსირების დღიდან. დღეს საქართველოში 57 ახალი პაციენტი გვყავს. სულ კი ვირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებთან შედარებით საგრძნობლად დაბალია და ცხრას შეადგენს. არის თუ არა ცნობილი ახალი პაციენტების ინფიცირების წყაროები, როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში – თათია ტაბეშაძე განავრცობს თემას.